საინტერესო ამბები
14.03.2022 13:06
როდის გამოიგონეს პირველი კომპიუტერი, ტელეფონი, ველოსიპედი, უსაფრთხოების ბალიში ან ჯინსი - მნიშვნელოვანი გამოგონებების ისტორია

დღეს ძალზე გვიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ოდესღაც საერთოდ არ არსებობდა საპონი, გაზეთი, ასანთი, ქაღალდის ფული, ველოსიპედი, ჯინსი ან ტელეფონი. აღნიშნული საგნების გამოგონება, ძირითადად, მე-13 მე-20 საუკუნეებს უკავშირდება. გამომგონებელთა უმრავლესობა კი ამერიკელი გახლავთ.

გაგიჭირდებათ დაჯერება, რომ მაგალითად, ცენტრალური გათბობის სისტემა 1-ელ საუკუნეში შექმნეს რომის იმპერიაში.
იგივე პერიოდს და რომის იმპერიას უკავშირდება ნიჩბის გამოგონებაც.

რაც შეეხება ქაღალდის ფულს, მისი გამოგონება საკმაოდ გვიან მოხდა - მე-13 საუკუნეში, ჩინეთში.
ინგლისელში შექმნეს პირველი უნიტაზი 1596 წეს, საიდანაც შემდგომ სხვა ქვეყნებშიც გავრცელებულა.
კარტი, იგივე ბანქო, რომელიც ამჟამად მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, ფრანგებს მოუგონიათ მე-15 საუკუნეში.

ბეჭდვური მედია, პირველი გაზეთი გერმანელებმა დაბეჭდეს 1609 წელს.

ჰალსტუხის და ქოლგის გამოგონება მე-17 საუკუნეს უკავშირდება. პირველი ჰალსტუხი 1635 წელს, ხორვატიაში შეკერეს, პირველი ქოლგის შექმნა კი საფრანგეთს უკავშირდება და 1637 წელს შექმნილა.

გაგიკვირდებათ და შამპანური არა მეღვინემ, არამედ, ფრანგმა მღვდელმა, დომ პერინიონმა შექმნა 1670 წელს.

როიალი იტალიაში გამოუგონიათ 1720 წელს და მის გამომგონებლად ბართოლომეო კრისტოფერი მიიჩნევა.

სასწრაფო დახმარების კარეტა კი, როგორც მოსალოდნბელი იყო, ექიმს, ფრანგ ქირურგს, დომინიკ ლარეის გამოუგონია 1792 წელს.

მე-19 საუკუნემდე, 1811 წლამდე არ არსებობდა პროდუქტების კონსერვირება და ამ ტექნოლოგიის დანერგვა ფრანგ ნიკოლას აპერტის სახელთანაა დაკავშირებული.
1829 წლამდე არ არსებობდა ასანთი, მისი გამოგონება ინგლისელი ქიმიკოსის და აფთიაქარის, ჯონ უოლკერის სახელთანაა დაკავშირებული.
პირველი ველოსიპედი 1840 წელს, შოტლანდიაში გამოუგონიათ.

ტუალეტის ქაღალდს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს და 1857 წელს, ამერიკაში გამოუგონია ჯოზეფ გაიეტს.
ჯინსის სამშობლოც ამერიკა გახლავთ და მისი წარმოშობა 1874 წელს და ლევი სტრაუსს უკავშირდება.
კომპანია „პროქტერ ენდ გემბლ“-მა გამოიგონა საპონი 1879 წელს.
სარეცხი მანქანის ისტორია 1907 წლიდან იწყება.

ამერიკიდან დაიწყო მიქსერის წარმოებაც და მისი ისტორია 1910 წლიდან იწყება. მიქსერი ჯორჯ სმიტს და ფრედ ოზიუსს შეუქმნიათ.

უკვე მე-20 საუკუნიდან დაიწყო ტელევიზორის, საღეჭი რეზინის, მობილური ტელეფონის თუ საწერი კალმის ისტორია.

შავ-თეთრი ტელევიზორი 1924 წელს გამოიგონა ჯონ ლოგმა, შოტლანდიელმა გამომგონებელმა.
საღეჭი რეზინა კი ამერიკიდან იღებს სათავეს და მისი წარმოება 1928 წელს დაუწყიათ უოლტერ დიმერის თაოსნობით.
ამერიკას უკავშირდება გაყინული ნახევარფაბრიკატების გამოგონებაც, ეს პროდუქტები გაყიდვაში 1930 წლიდან ჩაუშვიათ.

პირველი ბურთულიანი კალამი 1938 წელს შექმნილა.

პირველი მობილური ტელეფონი კი 1940 წელს შეიქმნა ამერიკაში „ბელ ტელეფონ ლაბორატორიე“-ს მიერ, თუმცა, მასიური წარმოება საკმაოდ გვიან დაიწყო.
1978 წელს შეიქმნა პირველი კომპიუტერი და ეს ტექნოლოგიური გამოგონება სტივენ ჯობსის და სტეფან ვოზნიაკის სახელს უკავშირდება..
საავტომობილო წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - უსაფრთხოების ბალიში კი იაპონელებს გამოუგონიათ და უსაფრთხოების პირველი ბალიში „ტოიოტა“-მ დაამონტაჟა 1988 წელს.

კვირის ამბები