„საზოგადოება ბილიკი“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციაა შიდა ქართლში. როგორც ცნობილია, „საზოგადოება ბილიკი“ ოთხი პროგრამული მიმართულებით მუშაობს - ბავშვზე ზრუნვის პროგრამა; თემის განვითარების პროგრამა; სამოქალაქო განათლების პროგრამა; მოხალისების პროგრამა.
GMnews-ი დაინტერესდა, რა მიმართულებებს მოიცავს ბავშვზე ზრუნვის პროგრამა. როგორც ჩვენთან საუბრისას „ბილიკის“ ბავშვზე ზრუნვის პროგრამის მენეჯერმა ხვიჩა პოსოშვილმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ „საზოგადოება ბილიკი“ ჯანდაცვის სამინისტროს პარტნიორია რეგიონში, ასევე ახორციელებს თანამონაწილეობის პროგრამებს გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად.
„ბილიკის მისიაა, გაზარდოს ახალგაზრდების, თემის და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები და გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში, „საზოგადოება ბილიკი“ არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მომსახურეობის მიმწოდებელი ორგანიზაცია შიდა ქართლში. ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ქვე პროგრამების დაფინანსება ხორციელდება ცენტრალიზებულად, სამინისტროს მიერ ვაუჩერული წესით.
ბავშვზე ზრუნვის პროგრამა მოიცავს შემდეგ პროექტებს: მცირე საოჯახო სახლები - 3 სახლი. აქედან 2 ხაშურში, 1 გორში - 30 ბენეფიციარი; დედათა და ბავშვთა თავშესაფარი - 10 ბენეფიციარი (ხაშური); 2 დღის ცენტრი 6-დან 18 წლამდე მიტოვების რისკის მქონე ბენეფიციარებისთვის - 60 ბენეფიციარი (გორი); ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი (გორი); ადრეული განვითარების პროგრამა 0-დან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის - 150 ბენეფიციარი; პროექტი „ხელი ხელს“, რომელიც დაფინანსებულია გორის მუნციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებია პროგრამის ფარგლებში - ბენეფიციართა რაოდენობა არის 60,“ - განაცხადა GMnews-თან საუბრისას „ბილიკის“ ბავშვზე ზრუნვის პროგრამის მენეჯერმა ხვიჩა პოსოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „საზოგადოება ბილიკი“ არის ადგილობრივი არსამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1997 წლის მაისში დაფუძნდა შიდა ქართლში.