საზოგადოება
14.03.2022 11:27
უახლოესი 10 დღის განმავლობაში გორში კვლავ დაბალი ტემპერატურა და პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი

დღეს, 14 მარტს, გორის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ღრუბლიანობა, მცირე ნალექი თოვლის სახით და დაბალი ტემპერატურა. დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +1 გრადუსს მიაღწევს, საღამოს 20 საათიდან ნალექი მოიმატებს, ღამით კი ყინვაა მოსალოდნელი.

დაბალი ტემპერატურა, ღამის საათებში ყინვა, ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექი თოვლის და თოვლჭყაპის სახით, გორის მუნიციპალიტეტში 23 მარტამდე შენარჩუნდება.  

კვირის ამბები