ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 5 234 კვლევის შედეგად, ვირუსით ინფიცირების 466 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 635 975-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 16 569 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 466 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 272 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 66, ქვემო ქართლი - 17, შიდა ქართლი - 14, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 551, საიდანაც 1 461 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.