საზოგადოება
14.03.2022 10:54
გაეროს ინფორმაციით, უკრაინა ამ დრომდე 2 698 280 ლტოლვილმა დატოვა, მათგან 1 655 503-მა ადამიანმა პოლონეთს შეაფარა თავი

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო დანაყოფების შეჭრიდან - 24 თებერვლიდან დღემდე,  უკრაინის ტერიტორია უამრავმა ლტოლვილმა დატოვა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, ოფიციალური სტატისტიკით, ამ დრომდე უკრაინა 2 698 280 ლტოლვილმა დატოვა, თუმცა, ბევრი ლტოლვილი ამ დროსითვის რეგისტრირებული არ არის.

ფილიპო გრანდის განცხადებით, ქვეყნიდან გასული ლტოლვილების ნახევარზე მეტს პოლონეთი მასპინძლობს, რომელსაც უკრაინიდან 1 655 503-მა ადამიანმა შეაფარა თავი.

პოლონეთის გარდა, უკრაინელმა ლტოლვილებმა უნგრეთს, სლოვაკეთს, მოლდოვას, რუმინეთს, გერმანიას შეაფარეს თავი. უკრაინიდან ლტოლვილთა გარკვეული ნაწილი რუსეთსა და ბელარუსშიც იმყოფება.

კვირის ამბები