საზოგადოება
11.03.2022 14:16
„სტარტაპ-კრეატივი - როგორ შევქმნათ ინოვაციური პროდუქტი“ - ონლაინტრენინგი ბიზნესით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო თბილისსა და რეგიონებში დისტანციურ ტრენინგს აანონსებს თემაზე - „სტარტაპ კრეატივი - როგორ შევქმნათ ინოვაციური პროდუქტი“.

როგორც GMnews-ს პროექტის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ტრენინგი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, დახვეწონ საკუთარი იდეები, ამასთან, მსმენელებს ტრენინგის ბოლოს იდეათონში ჩართვაც შეეძლებათ.

„28 მარტიდან ვიწყებთ ერთ-ერთ მოთხოვნად ონლიან ტრენინგ-კურსს „სტარტაპ-კრეატივი-როგორ შევქმნათ ინოვაციური პროდუქტი“. თუ გაქვთ სტარტაპის, ბიზნესის წინსვლის სურვილი, მაგრამ არ იცით - როგორ, მაშინ აუცილებლად უნდა სცადოთ. ჩვენი სასწავლო პროგრამა დაგეხმარებათ, მოიფიქროთ კრეატიული იდეები, დაამუშაოთ თქვენი სტარტაპ იდეა, შექმნათ კრეატიული ორგანიზაციული კულტურა, მიიყვანოთ იდეა განხორციელებამდე, გადაჭრათ ბიზნეს პრობლემები კრეატიული გზით“, - აღნიშნავენ პროექტის ორგანიზატორები.

ცნობისთვის, ტრენინგების სერია 28 მარტიდან დაიწყება და ონლაინ ჩატარდება. როგორც ცნობილია, მსმენელები სასწავლო კურსის გავლას პროგრამა Microsoft Teams-ის გამოყენებით შეძლებენ. სასწავლო პროგრამა 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და კვირაში 2-ჯერ 2 საათიან პროგრამას მოიცავს.

აქვე შეგახსენებთ, რომ დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა 20 მარტამდე, ასევე ონლაინ შეუძლიათ - ბმულზე

GMnews-ის ინფორმაციით, ტრენინგში მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეუძლია, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, თუმცა, არსებობს ქვედა ასაკობრივი ზღვარი, სასწავლო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ 16 და მეტი წლის ასაკის მოქალაქეებს.

კვირის ამბები