საზოგადოება
11.03.2022 13:03
გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ბაღი ფუნქციონირებს, დღის წესრიგში არ დგას რომელიმე ჯგუფის თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება
გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა ბაღი ფუნქციონირებს, ამ დროისთვის, დღის წესრიგში არ დგას რომელიმე ჯგუფის თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება, - ამის შესახებ ,გორის მაცნეს“ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს. რაც შეეხება კოვიდინფიცირებული თანამშრომლების რიცხვს, ოფიციალურად დადასტურებული სტატისტიკით, მთლიანობაში, კოვიდ19-ით ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 13 თანამშრომელი.
„შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით, კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. სწორედ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა ზემოაღნიშნული შემთხვევებიც. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 13 თანამშრომელი“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშო ბაღებში ამ ეტაპზე კვლავ თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს.
კვირის ამბები