უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო დანაყოფების შეჭრიდან - 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის ტერიტორია უამრავმა ლტოლვილმა დატოვა.
გაერო-ს ინფორმაციით, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა ამგვარი მდგომარეობა და ლტოლვილების ყველაზე სწრაფად მზარდი კრიზისი.
ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინიდან 2 მლნ-ზე მეტი ადამიანი გადავიდა. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში ლტოლვილების ნაკადები კიდევ გაგრძელდება და უკრაინა შესაძლოა, კიდევ რამდენიმე მილიონმა ადამიანმა დატოვოს. გაერთიაანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინის დატოვებისას, მიგრანტების უდიდესმა ნაწილმა პოლონეთის, უნგრეთის და რუმინეთის საზღვარი გადაკვეთა. ლტოლვილების ძირითანი ნაწილი ამჟამად პოლონეთის, უნგრეთის, მოლდოვას, სლოვაკეთის, რუმინეთის, გერმანიის, ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფება. დონეცკიდან და ლუგანსკიდან გასული მოსახლეობის ნაწილი კი - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიზე.