საზოგადოება
11.03.2022 12:32
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1 543 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და 20 პაციენტი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 1 543 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 633 443-ს შეადგენს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 198 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1 581 376-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევაც დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 16 505 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 718 შემთხვევა, აჭარა - 56, იმერეთი - 228, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 65, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 112, კახეთი - 109, მცხეთა-მთიანეთი - 44, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 35 536 საიდანაც, 1 695 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

კვირის ამბები