საზოგადოება
11.03.2022 10:12
ჰუმანიტარული აქციის პირველ ეტაპზე გორში შეგროვილი ტვირთი უკრინაში უკვე გაიგზავნა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები შეიძინა. აღნიშნულის გარდა,
მერიის შენობაში უკვე რამოდენიმე დღეა გროვდება უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი. ჰუმანიტარული აქციის პირველ ეტაპზე გორში შეგროვილი ტვირთი უკრინაში უკვე გაიგზავნა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან შექმნილ საგანგებო შტაბში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ტვირთის შეგროვება გრძელდება, რომელიც ეტაპობრივად გაიგზავნება.

უკრაინის დასახმარებლად სპეციალურად გახსნილ შტაბში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თბილი ტანსაცმლის, არამალფუჭებადი პროდუქტებისა და ჰიგიენის საშუალებების მიტანა.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
კვირის ამბები