საზოგადოება
10.03.2022 16:58
მედიკამენტები, პირველადი საჭიროების ნივთები, პროდუქტები, სამოსი - შიდა ქართლში შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში იგზავნება

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ორგანიზებით, დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.

ოთხივე მუნიციპალიტეტის მიერ ჰუმანიტარული დახმარებისთვის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური რესურსი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების შეძენა მოხდა. აღნიშნულის გარდა, ჰუმანიტარულ აქციაში აქტიურად ჩერთვნენ ადგილობრივი ბიზნესმენები და მოქალაქეები. ამ წუთებში  მიმდინარეობს შიდა ქართლში შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის სატრანსპორტო საშუალებებში ჩატვრითვა, რის შემდეგაც, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიგზავნება უკრაინაში.

კვირის ამბები