საზოგადოება
10.03.2022 11:06
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 12 645 კვლევის შედეგად, ვირუსით ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 631 900-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 16 485 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 853 შემთხვევა, აჭარა - 69, იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 96, გურია - 117, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 166, კახეთი - 169, მცხეთა-მთიანეთი - 45, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 37 211, საიდანაც 1 889 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

კვირის ამბები