კულტურა
16.12.2019 17:18
შექსპირის მაკბეტი ჩინურად - 400 წლიანი ისტორიის მქონე იუნჯუს დასი გორის თეატრს სტუმრობს

19 დეკემბერს, გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი ჩინეთის თეატრის დასს უმასპინძლებს. გორელ მაყურებელს, ანჰოის პროვინციის ნაციონალური სახელოვნებო დაწესებულების არტისტები ტრადიციულ ჩინურ ოპერას - „მაკბეტს“ წარუდგენენ. უილიამ შექსპირის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ პიესას, 400 წლიანი ისტორიის მქონე ჰუიჯუს დასი ერისთავის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე ითამაშებს.

როგორც გორის თეატრში ამბობენ, ინგლისელი კლასიკოსის ცნობილი პიესის ინტერპრეტირება, რომელიც ინოვაციური ქორეოგრაფიის, გამორჩეული ტექნიკის და საოპერო გამოხატულებების შერწყმას წარმოადგენს, მაყურებელს გულგრილს არ დატოვებს. თავდაპირველად, წარმოდგენამ პეკინი გააოცა, შემდეგ კი, მსოფლიოს ინოვაციური იდეებისა და შეუცვლელი უნიკალური ტრადიციის თანხვედრა უჩვენა.

წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi.ge. სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება.

კვირის ამბები