საზოგადოება
09.03.2022 14:49
საქაშეთის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა

სსიპ-გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჰქონდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში- „საოჯახო მედიცინა“ ან „პედიატრია“ და გააჩნდეს ბოლო 10 წლის მანძილზე სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი, ასევე, ჰქონდეს ჯანდაცვის სისტემაში ან სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 470 ლარია. მსურველმა განაცხადი 17 მარტის ჩათვლით, ელექტრონულად,www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, ჩათვლით უნდა გაგზავნოს.

 

კვირის ამბები