გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
მოქალაქეებთან შეხვედრებს გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, თანამშრომლებთან ერთად ესწრება და ადგილობრივების მოსაზრებებს პირადად ეცნობა.
სტატისტიკურად, სოფლებში მაცხოვრებელთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს გარეგანათების, სკვერების, გარე მოხმარების სპორტული მოწყობილობების მონტაჟსა და შიდა გზების მოწესრიგები სპროექტებს.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივები სოფლის კრებეზე განიხილავენ და ხმათა უმრავლესობით არჩევენ.
ცნობისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. 2022 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.