ევროკავშირისა და სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებმა, გორში, უკრაინის მხარდასაჭერად გამოფენა-გაყიდვა გამართეს.
ღონისძიება CENN-ის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორობით ჩატარდა.
გამოფენა-გაყიდვის მიზანი, ერთი მხრივ, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვა, მეორე მხრივ კი, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალი მეწარმეების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია გახლდათ.
გამოფენაში 15 ადგილობრივად მცხოვრები ქალი მონაწილეობდა, რომლებმაც ხელნაკეთი ნივთები, საკვები პროდუქტები, მცენარეები და სხვა ნივთები გამოფინეს.
ინფორმაციისთვის, ღონისძიება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება(SEED) მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში იყო ინიცირებული. აღნიშნული პროექტი ხორციელდებაCENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთანKRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად.