საზოგადოება
09.03.2022 11:39
ღრუბლიანობა, ნალექი, დაბალი ტემპერატურა - გაეცანით უახლოესი 10 დღის ამინდის პროგნოზს გორის მუნიციპალიტეტში

9 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა, ნალექი წვიმის და თოვლჭყაპის სახით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +4 გრადუსს მიაღწევს. ღამის საათებში მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე მოთოვს.

+4 გრადუსი, ღრუბლიანობა და ნალექია მოსალოდნელი გორში 10 მარტსაც. 20 საათიდან წვიმას თოვლი ჩაანაცვლებს, ღამის საათებში კი ნავარაუდევია 0 გრადუსი ტემპერატურა.

ანალოგიური ამინდი - ღრუბლიანობა, დაბალი ტემპერატურა და თოვლჭყაპი შენარჩუნდება გორის მუნიციპალიტეტში 11 მარტსაც.

დღისით +2 გრადუსი, ღრუბლიანობა, პერიოდულად მცირე ნალექი და ქარი 12მ/წ-ია მოსალოდნელი 12 მარტს დღისით, ღამით კი ყინვა -3 გრადუსი.

მხოლოდ +1 გრადუსია ნავარაუდევი 13 მარტს გორში, დღე ნალექის გარეშე ჩაივლის, საღამოს 20 საათიდან კი მოსალოდნელია თოვლჭყაპი, ღამით ყინვა -2 გრადუსი.

+1 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი 14 მარტსაც.

დაბალი ტემპერატურა, პერიოდულად ღრუბლიანობა და ნალექია ნავარაუდევი 15-დან 18 მარტის ჩათვლით. დღის საათებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +2 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი მოსალოდნელია ყინვა -4-დან -8 გრადუსამდე.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე ცივი დღე გორში 17 მარტსაა ნავარაუდევი, დღისით 2-4 გრადუსი ყინვა, ღამის საათებში კი ყინვა -7.

კვირის ამბები