ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 7 733 კვლევის შედეგად, ვირუსით ინფიცირების 865 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 629 930-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 820 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 16 456 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 865 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა - 24, იმერეთი - 115, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 46, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 35, კახეთი - 57, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 42 564, საიდანაც 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.