ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, „ამერიკა არ მიიღებს მონაწილეობას პუტინის ომის სუბსიდირებაში, შეერთებულმა შტატებმა მიზანში ამოიღო რუსეთის ეკონომიკის მთავარი არტერია, აიკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი“ (ცნობისთვის, რუსეთი აშშ-ში მესამე უდიდესი ნავთობის მიმწოდებელია).
რუსული ნავთობის ექსპორტის წლის ბოლომდე შეჩერების შესახებ საუბრობს დიდი ბრიტანეთიც. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლომდე ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი უნდა შეწყდეს (გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნის 8%-ს შეადგენს რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობი).
რუსეთის ბაზარს ტოვებენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა McDonald's-ი, Coca-Cola, PepsiCo, Starbucks-ი. აღნიშნული კომპანიებიდან რუსეთის ფედერაციაში ყველაზე დიდ ქსელს McDonald's-ი ფლობს, რომელმაც უკვე განაცხადა რუსეთში მოქმედი ყველა - 847 რესტორნის დახურვაზე.
Fifa-ს da Uefa-ს სპორტულ სანქციებს შეუერთდა მსოფლიოს 37 ქვეყანა და გადაწყდა, რომ რუსმა და ბელარუსმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის პარალელურად, რუსეთს ეკრძალება სპორტული ასპარეზობების მასპინძლობა.