ორგანიზაცია Save The Children-ი უკრაინაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ირინა საღოიანის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 800 000 ბავშვია. „ძალზე მძიმე გადაწყვეტილების მიღება უწევთ მშობლებს შვილების გადასარჩენად, ისინი ბავშვებს უკრაინის ფარგლებს გარეთ გზავნიან ნათესავეებთან, მეზობლებთან ერთად, თავად კი რჩებიან უკრაინაში სახლების და ქვეყნის დასაცავად“, - აღნიშნავს Save The Children-ის წარმომადგენელი.