გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. წყაროს ცნობით, გასული ერთი თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს4 457 ვიზიტორი ეწვია.რაც შეეხება 2022 წლის იანვრიდან დღემდე არსებულ სტატისტიკას, წყაროს ცნობით, ჯამში, იანვარსა და თებერვალში, გორის მუნიციპალიტეტს 9 425 დამთვალიერებელი სტუმრობდა. აქედან 7 389 უცხოელი, გახლდათ.
„შიდა ტურიზმისა და კოვიდ პანდემიის პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სურვილი თებრვლის განმავლობაში 4457-მა ტურისტმა გამოთქვა.4 968 ვიზიტორს ვუმასპინძლეთ იანვარში. შემოსული სტუმრებიდან ადგილობრივი მხოლოდ 2 036 მათგანი გახლდათ,“ - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად, შიდა ქართლში ტურისტული სეზონი უამინდობის გამო აქტიურად ჯერ კიდევ არ დაწყებულა, ამიტომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას ტემპერატურის მატებასთან ერთად ვარაუდობენ.