სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკის შესარჩევ კონკურსს აცხადებს.
კონკურსის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში ცხადდება, მათ შორის შიდა ქართლის ორ მუნიციპალიტეტში - გორსა და ხაშურში.
კონკურსის პირობებისა და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნების თანახმად, კანდიდატს მოეთხოვება უმაღლესი განათლება; სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი; სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა.
გარდა ამისა, აპლიკანტი უნდა ფლობდეს სხვადასხვა უნარ-ჩვევებს: კომუნიკაბელურობა; გამართულად მეტყველების უნარი; ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი; სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი; დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; გუნდურად მუშაობის უნარი.
აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციებზე შრომის ანაზღაურება 1500 ლარის (დარიცხული) შეადგენს.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკიმენტები: სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული); პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი; „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ აქვს უმაღლესი განათლება სოციალური მუშაობის მიმართულებით).
აპლიკანტებს განაცხადისა და შესაბამისიდოკუმენტების გაგზავნა შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე - hr1@mandaturi.gov.ge.
ცნობისთვის, კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2022 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 20 მარტის ჩათვლით.