ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის მე-3 ტურის მატჩში გორის „დილა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. შეხვედრა ხვალ, 8 მარტს, 19:00 საათზე თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
როგორც გორის საფეხბურთო კლუბში აცხადებენ, შეხვედრაზე დაცული იქნება ქვეყანაში მოქმედი კოვიდრეგულაციები და შესაბამისად, მატჩზე გულშემატკივრის მხოლოდ 33% დაიშვება.
რაც შეეხება ბილეთებს, მსურველებს ბილეთის შეძენა შეუძლიათ ონლაინ TKT.GE-ზე, ან მატჩის დღეს, სტადიონის წინ არსებულ სალაროებში. ცნობისთვის, ბილეთის ფასი 1 ლარია.
შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასწრებისას აუცილებელია ტრიბუნაზე სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს