გორის უნივერსიტეტში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი გაიხსნა
გორის უნივერსიტეტის ინიციატივით, დღეიდან, 7 მარტიდან, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი გაიხსნა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მსურველებს უკრაინაში გასაგზავნად შეუძლიათ დატოვონ პრიორიტეტული ნივთები, ტანსაცმელი, სარეცხი და ჰიგიენის საშუალებები და სწრაფი კვების პროდუქტები.
„შემოგვიერთდით, 7 მარტიდან, შეგიძლიათ მოიტანოთ ქვემოთ ჩამოთვლილი:
პრიორიტეტული ნივთები: ფანრები. Power Banks-ი და სხვა საჭირო ნივთები: ლეიბები, დასაკეცი საწოლი, სითბოს დამზოგავი საბნები, საძილე ტომრები, საბნები, ბალიშები, თეთრეული, პირსახოცები, საწვიმარი, თბილი ტანსაცმელი (თერმოტანსაცმელი), ქურთუკი, შარფი, ქუდი, ხელთათმანი;
ბალიშები, ქაღალდის პირსახოცები, ანტისეპტიკები, მრავალჯერადი და ერთჯერადი ნიღბები, წინდები, მიკროფიბერის პირსახოცები, მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭლის ნაკრები და სწრაფი კვების პროდუქტები: ენერგეტიკული ბარები, ჩირი, თხილი, დაკონსერვებული საკვები, ვერმიშელი და ხსნადი მარცვლეული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ჰუმანიტარული დახმარების პუნქტის მისამართია: გორი, ჭავჭავაძის ქ. # 53, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი.