ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უნდა გაუქმდეს, - ამის შესახებ კულუმბეგოვი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ის პირები, ვინც ნიღაბს არ ატარებენ, არ უნდა დაჯარიმდნენ.
„გარე სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარება უნდა გაუქმდეს. თუ სურვილი აქვს ვინმეს, არ დავუშალოთ, 10 ცალი ერთად ატაროს, მაგრამ თუ არ ატარებს, ჯარიმა არ უნდა არსებობდეს“, - წერს კულუმბეგოვი.