საზოგადოება
16.12.2019 15:21
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის მქონე 26 სტუდენტი დააჯილდოვა

2019 წლის ეროვნულ გამოცდებში მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტებს გორის მერიისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, მოსწავლე-ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებისა და ადგილობრივ დონეზე განათლების ხელშეწყობის მიზნით, მსგავსი ღონისძიება მეხუთე წელია ხორციელდება. ახალგაზრდების ფინანსური წახალისებისთვის საჭირო თანხა (13 000 ლარი) კი, „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში გამოიყო.

„მიმდინარე წელს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში, 7 საინტერესო პროექტი დააფინანსა. მოსწავლე - ახალგაზრდობის ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, ამჯერად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კერძო და საჯარო სკოლების 26 წარმატებული კურდამთავრებული ახალგაზრდა ფულადი თანხით დავაჯილდოეთ“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კვირის ამბები