საზოგადოება
07.03.2022 11:40
საქართველოში ჩატარებული 6 685 კვლევის შედეგად, ვირუსით ინფიცირების 910 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 6 685 კვლევის შედეგად, ვირუსით ინფიცირების 910 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 626 282-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 16 398 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 910 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 474 შემთხვევა, აჭარა - 45, იმერეთი - 128, ქვემო ქართლი - 39, შიდა ქართლი - 58, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 51, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 47 244, საიდანაც 2 360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

კვირის ამბები