დღეს და ხვალ, 7-8 მარტს გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7 მარტს, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება მზიანი ამინდი და +7 გრადუსი ტემპერატურა, 14-დან 16 საათამდე ნავარაუდევია ქარი 10 მ/წ-მდე.
8 მარტს კი, სინოპტიკოსების პროგნოზით, გორის მუნიციპალიტეტში ღამით -2, დღისით კი +7 გრადუსი და ნახევრადღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.
9 მარტიდან მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, ტემპერატურის მკვეთრად კლება და პერიოდულად ნალექი წვიმის და თოვლჭყაპის სახით.