საზოგადოება
07.03.2022 00:03
სამედიცინო ქსელი „გორმედი“ უკრაინის კლინიკებს დახმარების სახით 200-ზე მეტ ყუთ სამედიცინო სახარჯ მასალებს უგზავნის

სამედიცინო ქსელი ,,გორმედი“ უკრაინის კლინიკებს დახმარების სახით 200-ზე მეტ ყუთ სამედიცინო სახარჯ მასალებს, აღჭურვილობას და პირველადი საჭიროების სამედიცინო ნაკრებებს უგზავნის, - ამის შესახებ ინფორმააციას ,,გორმედი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,სამედიცინო ქსელი ,,გორმედი“ თანადგომას უცხადებს უკრაინელ კოლეგებს, დაზარალებულებს და დახმარების სახით უკრაინის კლინიკებს 200-ზე მეტ ყუთ სამედიცინო სახარჯ მასალებს, აღჭურვილობას და პირველადი საჭიროების სამედიცინო ნაკრებებს უგზავნის. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ,,გორმედი“ უწყვეტ რეჟიმში ემსახურებოდა საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულებს, შესაბამისად, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა რთულ ვითარებაში უწევთ ახლა მუშაობა ჩვენს უკრაინელ კოლეგებს და ყველაზე მეტად რა ტიპის სამედიცინო მასალები ესაჭიროებათ. თანადგომას ვუცხადებთ უკრაინის კლინიკების სამედიცინო პერსონალს და დაზარალებულ მოსახლეობას, დახმარების სახით კი 200-ზე მეტ ყუთ სამედიცინო სახარჯ მასალებს ვუგზავნით. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს“, - აცხადებენ ,,გორმედის“ დირექტორთა საბჭოში.

კვირის ამბები