საზოგადოება
04.03.2022 18:44
უკრაინის თხოვნას, მისი საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ნატოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებმა განიხილეს უკრაინის თხოვნა მისი საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, თუმცა მას მხარი არ დაუჭირეს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივნმაა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგმა განცხადებით, უკრაინის საჰაერო სივრცის ჩასაკეტად ერთადერთი გზა არსებობს, რომ ნატოს საჰაერო ძალებმა რუსეთის თვითმფრინავები გაანადგუროს, რაც ევროპაში სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით, ნატო არ გეგმავს კონფლიქტში ჩართვას არც ხმელეთზე და არც ცაში.

„ეს იქნება კიდევ უფრო სახიფათო, უფრო დამანგრეველი და მოიტანს დიდ ადამიანურ წამებას. ამიტომ, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ უკრაინაში შესვლას, არც ხმელეთით, არც უკრაინის საჰაერო სივრცეში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატოს მოუწოდა უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი ზომები მიიღოს და ასევე სთხოვა, გადასცეს უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები, რომელთა დახმარებითაც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები შეძლებენ ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიონ რუსულ სამხედრო ავიაციას. ,,თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებისა და ტანჯვის შემთხვევებზე, რომლებიც იღუპებიან რუსული თვითმფრინავებიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშებისას“, - აღნიშნა კულებამ.

 

კვირის ამბები