კულტურა
16.12.2019 14:12
გორელი თამარ კაკალშვილი „საქართველოს ვარსკვლავის“ ნახევარფინალშია
გორის გოგონათა გუნდის სოლისტი თამარ კაკალაშვილი, მუსიკალური პროექტის „საქართველოს ვარსკვლავის“ საუკეთესო ხუთეულშია. მაყურებლის გადაწყვეტილებით, თამარი პროექტის შემდეგ ეტაპზე გადავიდა და მომავალ შაბათს, ნახევარფინალურ ლაივ-შოუში მიიღებს მონაწილეობას.
თამარ კაკალაშვილი 1997 წელს, გორში დაიბადა და მესამე საჯარო სკოლა დაამთავრა. სიმღერა ადრეულ ასაკში დაიწყო, თუმცა, ასეთი მასშტაბის მუსიკალურ პროექტში (როგორც ინდივიდუალური შემსრულებელი, გასულ წელს გორის გოგონათა გუნდი X-ფაქტორში მონაწილეობდა) პირველად ჩაერთო.
„ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა „საქართველოს ვასკვლავში“ რომ ჩავერთე, იმედი მაქვს, ბევრი სიახლე გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში, რაც საკუთარი თავის რეალიზაციაში დამეხმარება. რაც შეეხება ჩემს შესაძლებლობებს, თავდაჯერებული, თუმცა, საკმაოდ ემოციური მომღერალი ვარ. გულშემატკივარს კი, შევახსენებ, რომ თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებლად დამირეკეთ ან დამიმესიჯეთ ნომერზე: 0903300304“, - ამბობს GMnews-თან თამარ კაკალაშვილი.
ცნობისთვის, მუსიკალური მეგაპროექტი - „საქართველოს ვარსკვლავი“ - ამერიკული American Idol-ისა და ბრიტანული Pop Idol-ის ქართული ანალოგია. ამასთან, პროექტის ამ სეზონის გამარჯვებული 2020 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს.
კვირის ამბები