ერგნეთში დღეს გამართული შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა უკანონო პატიმრობაში მყოფი თანამოქალაქეების საკითხი იქნება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 105-ე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„შეხვედრაზე მთავარი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკითხი იქნება, ასევე, განვიხილავთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის თემას, რაც ძაბავს საოკუპაციო ხაზის ირგვლივ არსებულ ვითარებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“, - განაცხადა ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 105-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება