გასული 24 საათის განმავლობაში, სქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 1 365 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 620 639-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 790 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 539 413-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 306 პირი ემსხვერპლა.
Stopcov.ge-ს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 702 შემთხვევა, აჭარაში - 63, იმერეთში - 193, ქვემო ქართლში - 63, შიდა ქართლში - 72, გურიაში - 62, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 63, კახეთში - 95, მცხეთა-მთიანეთში - 14, სამცხე-ჯავახეთში - 17, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 21.
ბოლო მონაცემებით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 64 894, საიდანაც 2 913 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 14.11%, ბოლო 14 დღის - 22.6%, ხოლო 7 დღის - 18.07%.