გორის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში დღეს, 19:00 საათზე აინთება. ამ წუთებში, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს, საახალწლო სანათებით, ილუმინაციებითა და სხვა აქსესუარებით ქალაქის მორთვის სამუშაოებში ბოლო დეტალები შეაქვთ.
ნაძვის ანთებასთან ერთად, ქალაქის მთავარ მოედანზე კულტურის ცენტრის ახალგაზრდებისა და "Gloria Family Dance Studio"-ს მონაწილეობით ფლეშმობი გაიმართება. უფრო პატარებისათვის კი, საახალწლო განწყობის შესაქმნელად Kids Land- ის ანიმატორები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, ადგილობრივი თვითმმართველობა სადღესასწაულო დღეებში არაერთი ღონისძიების მოწყობას გეგმავს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება