საზოგადოება
03.03.2022 14:41
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება

3 მარტს, საქართველოში დედის დღე აღინიშნება.

დედის დღე საქართველოში 1991 წელს, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. პრეზიდენტის ინიციატივა საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

ახალ დღესასწაულს საბჭოური დღესასწაული - ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა, წლების განმავლობაში, ორივე დღეს აღნიშნავდნენ, 2002 წელს კი, 8 მარტმა ისევ ოფიციალურად მიიღო დღესასწაულის სტატუსი. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2002 წლის მარტში, 8 მარტი - ქალთა დღე კვლავ აღადგინეს.

3 და 8 მარტი არასამუშაო დღედ არის გამოცხადებული.

რაც შეეხება მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, საზოგადოების შეფასებით, დედის დღე დედობრივი კავშირისა და საზოგადოებაში დედების გავლენის დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ნაწილში სხვადასხვა დღეს აღნიშნავენ, ძირითადად, მარტის ან მაისის თვეებში.

დედის, როგორც ქალის კულტის პატივსაცემად ერთი კონკრეტული დღის აღნიშვნის ტრადიცია ისეთივე ძველია, როგორც თავად სამყაროს ისტორია და დედის ცნება. ამ დღესასწაულს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და ის სათავეს ძველი საბერძნეთიდან, ძველი რომიდან იღებს.

საქართველოსგან განსხვავებით, სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული მოძრავია და მარტში ან მაისის პირველ კვირაში აღინიშნება.

კვირის ამბები