საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგების თარიღები ცნობილია.
უწყების ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგები გამოცხადებულია 8 -14 მარტის ჩათვლით. დასვენების დღეა 3 მარტიც.
რაც შეეხება სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმს, სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, სკოლებში სრულად მართვადია სიტუაცია და მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენისთანავე, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლა ან ცალკეული კლასი მყისიერად გადადის სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.