საზოგადოება
02.03.2022 16:16
Boeing, ExxonMobil, Shell, BP – იზრდება იმ მსხვილი კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც რუსეთთან პარტნიორობას წყვეტენ

დღეს ცნობილი გახდა კიდევ რამდენიმე მსხვილი კომპანიის შესახებ, რომლის ხელმძღვანელობამაც რუსეთთან და რუსულ კომპანიებთან პარტნიორობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ენერგოკომპანია ExxonMobil-ი (ამრიკული კომპანია) აცხადებს, რომ რუსეთში მუშაობას წყვეტს და ქვეყანაში ინვესტიციებს აღარ განახორციელებს.

კომპანია რუსეთში ტოვს ყველა პროექტს, მათ შორის ნავთობისა და გაზის მსხვილ საწარმოს სახალინის კუნძულზე.

რუსეთში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო კომპანია Shell-მა და ასევე უმსხვილესმა კორპორაცია BP-მა.

აღნიშნულის გარდა, რუს პარტნიორებთან ურთიერთობა გაწყვიტა მსოფლიოში უმსხვილესმა ავიაკორპორაცია Boeing-მა. ამერიკული თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია ტექნიკურ მხარდაჭერას აღარ გაუწევს რუსეთს და წყვეტს რუსული თვითმფრინავებისთვის ნაწილების მიწოდებას.

პარალელურად, თანამშრომლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ,,ბოინგმა“ ოფისი დახურა კიევში.

კვირის ამბები