ვის და როგორ შეუძლია სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამაში ჩართვა
სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო. სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, პროგრამაში ჩართვა 18 წლის და უფროსი ასაკის იმ შრომისუნარიან პირებს შეუძლიათ, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.
დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ, მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს, ან გაეცნონ ინფორმაციას ვებგვერდის შემდეგ ბმულზე:
ssa.gov. ge/ index.phplang_id=GEO&sec_id=18. პროგრამაში ჩართვის მსურველებს, დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე შეუძლიათ სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05 დაკავშირებაც.
საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, ამ ეტაპზე, 14 382 ვაკანსიაა. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ახალი ვაკანსიების რეგისტრაციაც.
შეგახსენებთ, დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.