გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 840 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 616 159-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 692 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 517 856-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 231 პირი ემსხვერპლა.
Stopcov.ge-ს ცნობით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 743 შემთხვევა, აჭარაში - 167, იმერეთში - 446, ქვემო ქართლში -192, შიდა ქართლში - 256, გურიაში - 153, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 296, კახეთი - 390, მცხეთა-მთიანეთი - 94, სამცხე-ჯავახეთი - 63, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 82 046, საიდანაც 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმეა 772 პაციენტის მდგომარეობა.