მეტეოროლოგების ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2-დან 11 მარტის ჩათვლით უამინდობაა მოსალოდნელი. ნავარაუდევია ღრუბლიანობა, ტემპერატურის კლება და პერიოდულად ნალექი ბარში წვიმის და თოვჭყაპის, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - თოვლის სახით.
2 მარტს, გორში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექი და ქარი 9 მ/წ. სიჩქარით.
მთელი დღის განმავლობაში ღრუბლიანი ამინდი და წვიმაა ნავარაუდევი გორში 3 მარტსაც. შედარებით გამოიდარებს 14-დან 19 საათამდე, საღამოს კი კვლავ გაძლიერდება წვიმა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი +2 გრადუსი და თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
ქარი 16 მ/წ. სიჩქარით, ღრუბლიანობა, პერიოდულად ნალექი წვიმისა და მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე თოვლჭყაპის სახით და მხოლოდ +5 გრადუსია ნავარაუდევი გორში 4 მარტს.
მცირე ნალექი, ქარი 10 მ/წ. და დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი 5 მარტს, ღამის საათებში კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა.
6 მარტს, გორის მუნიციპალიტეტში დღისით +5 გრადუსს, პერიოდულად ღრუბლიანობას და მცირე ნალექს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები, ღამით კი მოსალოდნელია -2 გრადუსი ყინვა.
დღისით +4 გრადუსი და ღრუბლიანი ამინდია 7 მარტს, 8 მარტს კი ღამით -1, დღისით +5 გრადუსი და მთელი დღის განმავლობაში ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექია ნავარაუდევი.
ღრუბლიანობა, პერიოდულად ნალექი და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში 11 მარტამდე. 10-11 მარტს, დღის საათებში ჰაერი მხოლოდ +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მოსალოდნელია ყინვა -3 გრადუსამდე.