საზოგადოება
01.03.2022 12:42
„მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო
„მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება, დღეიდან, პირველ მარტიდან დაწყო.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში, თანაბრად შესაძლებელია მოსავლის ამღები ახალი და მეორადი ტექნიკის თანადაფინანსებით შესყიდვა.
თანადაფინანსების მისაღებად, ელექტრონული განაცხადის შევსება უკვე შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე: rda. gov.ge
„სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომწოდებელი კომპანიებისაგან, შპს - სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის და შპს - აგროსერვისცენტრისაგან მეორადი კომბაინის შესყიდვისას თანადაფინანსება გაიზარდა და შეადგენს არაუმეტეს 60 %, და 120, 000 ლარს. მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) შემთხვევაში, შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარს, ხოლო სხვა ტიპის მოსავლის ამღები (გარდა ყურძნისა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში - არაუმეტეს 50%-ს და არაუმეტეს 150,000 ლარს“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.
პროგრამის დადგენილი პირობებით, კომბაინის შეძენის შემთხვევაში, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე და ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.
კვირის ამბები