გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 6 847 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 612 319-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 003 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 513 164-მდე.
ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 199 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 759 შემთხვევა, აჭარაში - 362, იმერეთში - 1 226, ქვემო ქართლში -286, შიდა ქართლში - 446, გურიაში - 321, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 506, კახეთში - 542, მცხეთა-მთიანეთში - 174, სამცხე-ჯავახეთში - 140, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 85.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 82 930, საიდანაც 4 479 პირი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმეა 1000 პაციენტის მდგომარეობა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.39%, ბოლო 14 დღის - 25.18% ხოლო 7 დღის - 20.73%.