საზოგადოება
01.03.2022 00:33
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც მარტში უქმდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მარტში უქმდება.

შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან,
1-ლი მარტიდან, საქართველოს საზღვარზე შემოსვლას შეძლებს ყველა მოქალაქე, რომელსაც ექნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში დღეიდან შემოდის ორი პირობით - ვაქცინაცია და PCR ტესტის უარყოფითი პასუხი;

4 მარტიდან - იხსნება კლუბები. შესაძლებელი იქნება სივრცის მხოლოდ 60%-ის ათვისება;

15 მარტიდან - დაშვებული იქნება კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. მოიხსნება ამჟამად მოქმედი შეზღუდვა, რომელიც 60-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს;

შეგახსენებთ, დახურულ და ღია სივრცეებში კვლავ სავალდებულოა პირბადის ტარება.

კვირის ამბები