საზოგადოება
01.03.2022 00:22
დღეიდან, 1-ლი მარტიდან, კორონავირუსზე ტესტირების პროგრამაში ცვლილებები შედის

Covid-19-ზე ტესტირების პროგრამაში ცვლილებები დღეიდან, 1-ლი მარტიდან ამოქმედდა. ცვლილების თანახმად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინასდება ე.წ. სწრაფი - ანტიგენ ტესტირების პროგრამა, რაც შეეხება PCR-ს, აღნიშნული ტესტირება სახელმწიფო პროგრამით აღარ დაფინანსდება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტესტირების პროგრამის გადახედვა ამჟამად არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა.

აღნიშნულის პარალელურად, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პირები, რომლებსაც Covid-19  ანტიგენ ტესტით არ დაუდასტურდათ, იზოლაციაში უნდა დარჩნენ მინიმუმ 5 დღის განმავლობაში.

კვირის ამბები