სპორტი
28.02.2022 22:29
ფიფას სანქციებს უეფაც შეუერთდა - რუსულ კლუბებსა და ეროვნულ გუნდებს ყველა სახის შეჯიბრში მონაწილეობა აკრძალათ

რუსულ კლუბებსა და ეროვნულ გუნდებს ყველა სახის შეჯიბრში მონაწილეობა აკრძალათ, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ფიფამ და უეფამ ერთობლივად მიიღო.

ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანოს, ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის, ფიფას თავდაპირველი გადაწყვეტილებით, უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის გამო, რუსეთს აეკრძალა ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა, მატჩებს ნეიტრალურ მოედნებზე მაყურებლების გარეშე ჩაატარებს, არ იწოდება რუსეთად (რუსეთის ფეხბურთის კავშირის გუნდი იქნება), არ ექნება თამაშების დაწყებამდე ჰიმნის გაჟღერების უფლება და დროშასაც ვერ გამოფენს. 

ცოტა ხნის წინ კი, ფიფამ და უეფამ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის თანახმადაც, რუსული კლუბებისა და ეროვნული გუნდების ყველა შეჯიბრში მონაწილეობა აკრძალეს.

ფიფას და უეფას ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაცია, რომ ორგანიზებული საერთაშორისო შეჯიბრებები აეკრძალოთ რუს და ბელარუს სპორტსმენებს.

კვირის ამბები