საზოგადოება
28.02.2022 22:14
რა შედეგით დამთავრდა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების პირველი რაუნდი და რა ვითარებაა ამჟამად უკრაინაში

ბელარუსის საზღვართან, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დღეს გაიმართა, თუმცა, კონკრეტულ შედეგებზე არაფერი თქმულა.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ 6 საათიანი მოლაპარაკებისას, არაერთი პრიორიტეტულ თემაზე იმსჯელეს, რომლებზეც გარკვეული გადაწყვეტილებები გამოიკვეთა.

პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, მხარეები შემდგომ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, მანამდე კი, დღევანდელი მოლააპარაკების დეტალების განსახილველად კიევსა და მოსკოვში დაბრუნდნენ.

მოლაპარაკების პირველი რაუნდის გამართვის მიუხედავად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა. დღის ბოლოს, კიევის აღმოსავლეთით რამდენიმე ბომბი კვლავ აფეთქდა.

ცნობისთვის, ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრიდან დღემდე, უკრაინაში 400-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 16 ბავშვი. ასევე, დაიჭრა 2 040 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის 45 ბავშვია.

დღესვე, უკრაინამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას სპეციალური პროცედურით მიმართავს, წევრობისთვის განცხადება შეაქვს და იმედი აქვს სწრაფი გადაწყვეტილების.

კვირის ამბები