კონფლიქტები
28.02.2022 21:11
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოსთან არსებული ე.წ. საზღვარი გაძლიერდება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენეტის განკარგულებით, დანარჩენ საქართველოსთან არსებული ე.წ. საზღვრის დაცვა ძლიერდება.

ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიბილოვმა აღნიშნული გადაწყვეტილება „თბილისის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად“ მიიღო.

„გაძლიერებულია სამხრეთ ოსეთი-საქართველოს საზღვრის დაცვის რეჟიმი. უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური ღონისძიებებია მიღებული ქართული მხარის მიერ. ინციდენტები და პროვოკაციები არ დაფიქსირებულა, საზღვარზე არ შეიმჩნევა ოპერატიული მდგომარეობის გაუარესება“, - აღნიშნულია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

კვირის ამბები