საზოგადოება
28.02.2022 15:06
მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო მიმართვას ავრცელებს

ა(ა)იპ მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, მათ საკუთრებაში არსებული შინაური ცხოველები მათსავე საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე იყოლიონ, რომ თავიდან იყოს აცილებული ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტები.

„მოქალაქეთა საყურადღებოდ: ხაშურის, ქარელის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში როგორც მიუსაფარი, ისე პატრონიანი ძაღლების სიმრავლე შეინიშნება. მოგმართავთ თხოვნით, ძაღლი, რომელიც თქვენ გეკუთვნით, გთხოვთ იყოლიოთ თქვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტები. ძაღლი, რომელსაც არ ეკეთება საყელური და ქუჩაში იქნება, მოხდება მისი გადაყვანა შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში. სტერილიზაცია-კასტრაციის შემდეგ კი, ცხოველი დაუბრუნდება ბინადრობის ადგილს“, - ნათქვამია ა(ა)იპ მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ა(ა)იპ მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ცხელი ხაზი (595 33 55 08) მოქალაქეებს უწყვეტად ემსახურება.

კვირის ამბები