27.02.2022 15:29
სტუდენტების ინიციატივით, გორის უნივერსიტეტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
უკრაინის მახარდამჭერი აქცია გაიმართა გორში. აქციას, რომელიც გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს, მოქალაქეების ნაწილიც შეუერთდა.
,,არა - ომს, არა - ბოროტებას! გორში, ქალაქში, სადაც 2008-ში ზუსტად იგივე მდგომარეობა იყო, რაც ამჟამად უკრაინის არაერთ ქალაქსა თუ სოფელშია, ყველაზე უკეთ გვესმის უკრაინელი ხალხის და თანადგმას ვუცხადებთ მათ", - აცხადებენ შეკრებილები. აქციაზე საქართველოს და უკრაინის ჰიმნიც გაჟღერდა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო იერიშებისას დაღუპულ უკრაინელთა ხსოვნას.