კონფლიქტები
13.12.2019 19:09
ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის ე. წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა. სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც დაესწრო. ექიმის ინტერესებს ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავდა. საქმეს ე.წ. ლენინგორის რაიონის (ახალგორი) სასამართლო განიხილავდა, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს. შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მთავარი თემა იყო. მანამდე კი, საკითხი უცხოელ პარტნიორებთან გამართულ შეხვედრებზე, საქარველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააყენა. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 15 ნოემბერს შეუფარდეს.
კვირის ამბები